სიახლეები
-
22 დეკემბერი 2016თქვენი რეკლამა
რუსთაველის გამზირზე ლედ სანათები დაამონტაჟეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე – თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე 120 ცალი ლედ სანათი დაამონტაჟეს. სამუშაოები შპს “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა განახორციელეს.
„თბილსერვის ჯგუფმა“, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, მე-17 პილოტ პროექტი განახორციელა. აღნიშნული სანათები ელექტროენერგიის 70%-იან დანაზოგს იძლევა. სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.




