მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  დეკემბერი  2016

    ბერიტაშვილის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული შენობა დაანგრიეს

    თბილისის საბურთალოს რაიონში, ვეძისიდან ლისის ტბისკენ მიმავალ გზაზე, კერძოდ, ბერიტაშვილის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს.

    ​როგორც „სითი კვირას“ თვითმხილველმა განუცხადა, მოქალაქემ ერთსართულიანი შენობა, კომერციული საქმიანობისთვის, მუნიპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე ააშენა, სადაც არც პარკინგი შეიძლება და ტროტუარიც არ არის. მშენებლობის პერიოდში მან არაერთი გაფრთხილება მიიღო.
    უკანონო მშენებლობისა და მისი დემონტაჟის შესახებ ინფორმაციას, საბურთალოს რაიონის გამგეობაში ადასტურებენ.
     

     

     





პარტნიორები