მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  დეკემბერი  2016

    “ლისი დეველოპმენტმა” FMO-დან $12 მლნ-ის რესურსი მიიზიდა

    კომპანია “ლისი დეველოპმენტმა” “ჰოლანდიის განვითარების ბანკიდან” (FMO) 12 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მიიზიდა.

    კომპანიასა და FMO-ს შორის სასესხო ხელშეკრულება სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 20 დეკემბერს, 11:00 საათზე მოეწერება ხელი. ხელმოწერის ცერემონიას „ლისი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი, ნოდარ ადეიშვილი და FMO-ს საინვესტიციო ოფიცერი ეიუინ თიქენსი დაესწრებიან.

    ლისი დეველოპმენტი საქართველოში პირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ისეთ ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს, როგორიცაა ლისის ტბის მიმდებარედ ოთხასამდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება. კომპანია 2010 წლის მარტში დაფუძნდა და მას შემდეგ ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით მწვანე ქალაქი ლისზე.

    მწვანე ქალაქი ლისზე გამოირჩევა თავისი 80/20 კონცეფციით, რომელიც გულიხმობს ტერიტორიის მხოლოდ 20%-ის გამოყენებას სამშენებლოდ, დანარჩენი 80% – კი დაეთმობა გამწვანებას და რეკრეაციული ზონების მოწყობას. ტერიტორიაზე გაშენდება 7 პარკი, მათგან 4 უკვე დასრულებულია.

    ამ დროისთვის საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს მრავალბინიან შენობებს, მაქსიმუმ 6-სართულიანი, ასევე დუპლექსის კატეგორიის თაუნჰაუსები (კერძო სახლები), ასევე ვილები. კომპლექსში განვითარებულია მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა საცურაო აუზით, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნებით, ღია კაფეებით და რესტორნით, სანაოსნო პუნქტით, პლაჟით, სარბენი და ველოსიპედის ბილიკებით.

     

     

     


პარტნიორები