სიახლეები
-
19 დეკემბერი 2016თქვენი რეკლამა
მზიური” უნდა იქცეს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პარკად
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს ბავშვთა ქალაქ “მზიურში” პარკის მოწყობა იგეგმება. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ველო და სასეირნო ბილიკები, გასართობი და დასასვენებელი ზონები, საბავშვო მოედნები, განთავსდება ფანჩატურები. “მზიურში” და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია 3400-ზე მეტი ძირი ხე-მცენარის დარგვა, სარწყავი სისტემის მოწყობა.
როგორც დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა, “მზიური” უნდა იქცეს დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ პარკად, სადაც თბილისელები და ქალაქის სტუმრები თავისუფალი დროის გატარებას შეძლებენ.
მისივე ინფორმაციით, “მზიურის” პარკი 2017 წლისთვის დაგეგმილი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი იქნება, რომლის საპროექტო დოკუმენტაცია უკვე შედგენილია.
“რაც შეეხება “მზიურის” ცენტრალურ მხარეს, მისი ძირითადი ფორმები შეინარჩუნებს ძველს იერსახეს, რადგან ის თბილისის და აღნიშნული უბნის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, თუმცა ბუნებრივია აღდგება დაზიანებული ქვაფენილები, დეკორატიული ღობეები და ა.შ “, – განაცხადა დავით ნარმანიამ.



