მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  დეკემბერი  2016

    ლაურა ღაჭავას კომპანია თბილისში Radisson RED-ის ბრენდის სასტუმროს გახსნის

    თბილისში Radisson RED -ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. ბრენდი სასტუმროების საერთაშორისო ჯგუფის Rezidor Hotel Group-ში შედის. როგორც კომპანიის საიტზეა მითითებული, ხელშეკრულება თბილისში სასტუმროს გახსნასთან დაკავშირებით უკვე გაფორმებულია. სასტუმრო ჭავჭავაძის გამზირზე განთავსდება. გახსნის თარიღი 2019 წლის მეორე ნახევარია. სასტუმრო 100 ნომრისგან შედგება.

    Rezidor Hotel Group-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის ელი იონესის განცხადებით,აღმოსავლეთ ევროპა ძალიან მზარდი ბაზარია მოგზაურობისა და ტურიზმისთვის, საქართველოს კი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი აქვს ტურიზმის ზრდის კუთხით რეგიონში. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაფართოებთ ჩვენს წარმომადგენლობას თბილისში და შემოგვყავს ახალი ბრენდი Radisson RED-ი.ბრენდი შთაგონებულია ხელოვნებით, მუსიკით, მოდით და არღვევს სასტუმროს ტრადიციულ მოდელს. ჩვენ გვჯერა, რომ Radisson RED-ი ჭავჭავაძეზე საქართველოში სტუმართმასპინძლობას ახალ საფეხურზე აიყვანს." – აცხადებს იონესი.

    პროექტის პარტნიორი საქართველოში კომპანია Commerce Group-ია, რომლის დამფუძენებელის ლაურა ღაჭავაა. პროექტების მენეჯერი გიორგი გედევანიშვილი აცხადებს, რომ რეზიდორი ერთ–ერთი ძლიერი და ინოვაციური ბრენდია და მოხარულები არიან, რომ თანამშრომლობას იწყებენ Rezidor Hotel Group-თან . სასტუმრო განკუთვნილი იქნება ბიზნეს მოგზაურებისთვის, აქვე იქნება რესტორანი, ტერასა და ბარი.

    ლაურა ღაჭავა თბილისში მელიქიშვილის გამზირზე Hilton-ის ბრენდის სასტუმროს გახსნასაც გეგმავს.
     

     


    ავტორი: სალომე სოსელია


პარტნიორები