სიახლეები
-
19 დეკემბერი 2016თქვენი რეკლამა
თბილისის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაში ჰილტონის სასტუმრო განთავსდება
კომპანია Hilton Hotels & Resorts ოფიციალურად გააფორმებს მმართველობის ხელშეკრულებას კონპანიასთან "გრანატი“ და ამით დააანონსებს სასტუმროს ახალი ფილიალის გახსნას თბილისში. ჰილტონის თბილისის სასტუმროს 206 ნომერი ექნება და ის სტუმრებს 2019 წლიდან უმასპინძლებს. ისტორიულ შენობას, რომელიც კოსტავას 59-ში მდებარეობს, სრულად შეუნარჩუნდება პირვანდელი ფასადი, რომელიც ჰილტონის დიზაინის ნაწილი გახდება. ნაგებობას დაემატება შუშის დაშენება, სადაც სასტუმროს ბარი და სპა-ცენტრი განთავსდება.
ჰილტონის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ვიცე პრეზიდენტმა, პატრის ფიცგინონმა განგვიმარტა: "ჰილტონის სასტუმრეობი ევროპის ქვეყნების 30 დედაქალაქშია განთავსებული და დღეს ამ წარმოსადეგ სიას თბილისიც შეუერთდა. ჰილტონის რეგიონალური სტრატეგიაა, გააფართოვოს თავისი ქსელი აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებში. თბილისის მრავალფეროვანი ეკონომიკა, მდგრადი საერთაშორისო ინფრასტუქტურული ინვესტიციები და ტურისტებისთვის გათვალისწინებული ყოველწლიური ღონისძიებების დატვირთული განრიგი, საქართველოს დედაქალაქს ჩვენი ბიზნესისთვის მომხიბვლელს ხდის".
ინვესტიციის მოცულობა 50 მილიონ დოლარს შეადგენს.



