მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  დეკემბერი  2016

    თბილისის ქუჩებში დეკორატიულ განათებას ამონტაჟებენ

    თბილისის ქუჩებში საახალწლო დეკორატიული განათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საახალწლო ილუმინაციებით ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა მოირთვება. ნაძვის ხე, ტრადიციულად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დადგეს და საახალწლო სათამაშოებით მორთეს.

    თბილისის მერიაში განუცხადეს, სრულად აღდგენილი და გამართულია ძველი სანათები, ამასთან, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე – აღმაშენებლისა და გამსახურდიას გამზირები და კახეთის გზატკეცილზე (აეროპორტისკენ გადასახვევ გზაზე) ახალ ილუმინაციებს დაამონტაჟებენ და ახალი დიზაინით მორთავენ.

    თბილისის მერიამ საახალწლო ილუმინაციებთან დაკავშირებული ყველა მომსახურება ტენდერით შეიძინა და სხვადასხვა მომსახურებაზე სხვადასხვა კომპანიებმა გაიმარჯვეს.
    ​მათივე ინფორმაციით, ქალაქის სადღესასწაულოდ მოსართავად წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,2 მლნ ლარამდე დაიხარჯება. 30-მდე ქუჩა განათდება, თუმცა, დიზაინი, ძირითადად, იგივე რჩება.

    31 დეკემბერს ტრადიციული გალა-კონცერტი ვარდების მოედანზე გაიმართება.

     

     

     

     

     


პარტნიორები