მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  დეკემბერი  2016

    კომპანია "ნიბა ინვესტი" ხელშეკრულების გაფორმებას "ნიბა დელისის" მშენებლობასთან დაკავშირებით იანვარში გეგმავს

    კომპანია "ნიბა ინვესტი" ხელშეკრულების გაფორმებას "ნიბა დელისის" მშენებლობასთან დაკავშირებით იანვარში გეგმავს.

    "ამ დროისთვის წინასახელშეკრულებო დოკუმენტებია გაფორმებული", - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი ბაკურ კიღურაძე "ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას. მისივე თქმით, ხელშეკრულების გაფორმება იანვარშია დაგეგმილი. რის შემდეგადაც მშენებლობა დაიწყება. კიღურაძე აცხადებს, რომ კომპანიას აქვს სამომავლო გეგმები, მაგრამ მათზე კონკრეტულ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

    შეგახსენებთ, რომ „ნიბა დელისის“ მშენებლობა 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც 2010 წელს კომპანიის თანადამფუძნებელი ბაკურ კიღურაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. კიღურაძე პატიმრობიდან ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გათავისუფლდა.


პარტნიორები