სიახლეები
-
16 დეკემბერი 2016თქვენი რეკლამა
თბილისში ბინის ყიდვა ყველაზე ძვირად მთაწმინდაზე, ყველაზე იაფად კი სამგორშია შესაძლებელი
თბილისში უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა, მას მოსდევს ვაკე და საბურთალო. თიბისი ბანკის და ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მთაწმინდაზე კვადრატულზე 1048 დოლარს შეადგენს, ვაკეში 1020 დოლარს, ხოლო საბურთალოზე კი 895 დოლარს. 820 დოლარია საშუალო ფასი კრწანისში, ხოლო ისანში კი 693 დოლარი. ყველაზე დაბალი ფასები ფიქსირდება გლდანში (532$), ნაძალადევში (586$), დიდუბეში (724%).
რაც შეეხება ბინის გაქირავებას, საშუალოდ კვადრატულის ფასი მთაწმინდაზე 8,6 დოლარს შეადგენს, ვაკეში 8$-ს, დიდუბეში 5,9 დოლარს, ნაძალადევში 5,1 დოლარს, ხოლო გლდანში კი 4,1 დოლარს. 6,9 დოლარია კვადრატული მეტრის ქირის ფასი საბურთალოზე, ხოლო სამგორში კი 4,8 დოლარი.
ოქტომბერში შემცირდა საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის (-3.3% წინა წელთან შედარებით) და ქირის ფასის (-4.9% წინა წელთან შედარებით) ინდექსები. ამასთან, 1 კვ.მ საცხოვრებელი უძ-რავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასმა 877 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ქირის საშუალო ფასმა - 7.41 აშშ დოლარი.



