მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  დეკემბერი  2016

    ბორჯომში საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა

    ბორჯომში მრავალბინიანი შენობების სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა გოგიას ციხის, რუსთაველის, აღმაშენებლის, დუმბაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე მდებარე კორპუსებში.
    გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, საცხოვრებელ ბინებში მთლიანად შეიცვალა ხის დაზიანებული კონსტრუქციები, განხორციელდა ახალი მეტალოკრამიტის სახურავების მოწყობის სამუშაოები და დამონტაჟდა წყალმიმღები ღარები.

    „სამუშაოების ფარგლებში რუსთაველის ქ. №69 მდებარე შვიდსართულიან კორპუსში განხორციელდა ასევე სადარბაზოს რეაბილიტაცია. პროექტები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. ამ პროგრამით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში ათობით პროექტი ხორციელდება, რაც თავისთავად ხელს უწყობს საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას“, - აღნიშნა გამგებელმა.
    სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 113 883 ლარი გამოიყო. 


პარტნიორები