მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  დეკემბერი  2016

    ნოემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 33,1%-ით გაიზარდა

    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის ნოემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 33,1%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 58 721 ერთეული შეადგინა. ბოლო სამი წლის განმავლობაში 2016 წლის ნოემბერი ცალსახა ზრდით ხასიათდება.
    წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 2,4%-ით გაიზარდა. კლება დაფიქსირდა პირველადი (5,2%), ხოლო ზრდა მეორადი (5,2%) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

    „აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (73.9%-ით), ისე მეორადი (23.7%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2016 წლის ნოემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 14 410 ერთეული შეადგინა ,საიდანაც 9 609 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა.

    მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 44 311 ერთეული შეადგინა, საიდანა 3 319 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 592 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება). 


პარტნიორები