სიახლეები
-
14 დეკემბერი 2016თქვენი რეკლამა
თბილისის ზოოპარკი: მომავალი შენდება დღეს
საქართველოს დედაქალაქში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკი შენდება. თუ როგორ გამოიყურება დღეს ადგილი, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ თანამედროვე სტანდარტების ზოოლოგიური პარკი იქნება.
ახალი ზოოპარკისთვის 48 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გამოიყო. ცხოველებისთვის ფართო ვოლიერები გაკეთდება და მათი საცხოვრებელი პირობები ძალიან კომფორტული იქნება.

პირველი ვოლიერები დათვებისა და მგლებისთვის ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე უკვე შენების პროცესშია. გარდა ამისა, აქ უკვე მოქმედებს კავკასიური ნაგაზების ძაღლსაშენი და საცხენოსნო კლუბი "სპირიტი", რომელიც თბილისის მცხოვრებლებში პოპულარობას იხვეჭს.

ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე იქნება არამხოლოდ ქვეითთა ბილიკები, არამედ ცხენებით სასეირნო სპეციალური გზებიც. ფოტოზე: საცხენოსნო კლუბ "სპირიტის" სტუმრები ცხენებით სეირნობენ თბილისის ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე




