სიახლეები
-
სასტუმრო InterContinental-ი 2017 წლის ბოლოს გაიხსნება
როგორც „კომერსანტისთვის" ცნობილი ხდება ამჟამად სასტუმრო InterContinental-ის პროექტში ცვლილებები მიმდინარეობს და მის გახსნას Adjara Group Hospitality 2017 წლის ბოლოს გეგმავს.
„აჭარა ჯგუფის" მარკეტინგის დირექტორი ოთო ბერიშვილი „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ სასტუმრო 5 ვარსკვლავიანი იქნება და ამჟამად ოთახების რაოდენობასთან დაკავშირებით ცვლილებები მიმდინარეობს.
„ამ დრომდე პროექტში გარკვეული სიახლეების შეტანა ხდება. გეტყვით იმას, რომ „ინტერკონტინენტალი" 2017 წლის ბოლოს, 2018 დასაწყისში აუცილებლად გაიხსნება. გარკვეული ცვლილებების გამო გახსნის ზუსტ თარიღსა და ინვესტიციას ამჟამად ვერ დაგისახელებთ. შესაძლოა, ოთახების რაოდენობა შეიცვალოს." - განაცხადა ოთო ბერიშვილმა.
კოსტავას 14 ნომერში, გამომცემლობა „სამშობლოს" ყოფილ შენობაში, სასტუმრო „ინტერკონტინენტალის" მშენებლობა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ გამომცემლობის შენობა „აჭარა გრუპმა" 2011 წელს, პირდაპირი მიყიდვის წესით 9 მილიონ დოლარად შეიძინა.




