სიახლეები
-
12 დეკემბერი 2016თქვენი რეკლამა
ოქროყანაში რამდენიმე ქუჩის გზის კეთილმოწყობა დასრულდა
თბილისის მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, გურამიშვილის, სულხან-საბას და ბესიკის ქუჩებზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, სამივე ქუჩაზე 7 000 კვ მეტრი ასფალტის საფარი დაიგო.
დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება ცხაურების მოწყობის სამუშაოები.
მათივე ინფორმაციით, ქვაფენილიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯორჯაძის ქუჩაზეც დასრულდა, სადაც 630 კვ მეტრზე ბაზალტის ქვით გზის სავალი ნაწილი მოეწყო, მოწესრიგდა საფეხმავლო გზა და წყლის მილები.
აღნიშნულ ქუჩებზე დასრულებული სამუშაოები დღეს მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილემ მიხეილ გოგოლიძემ ადგილზე დაათვალიერა.




