მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  დეკემბერი  2016

    ქვესადგურის "მარნეული 500" მშენებლობა დასრულდა

    ქვესადგურის "მარნეული 500" მშენებლობა დასრულდა „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი“, რომელიც "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 50 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.



    პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი, 220 კილოვოლტიანი ქვესადგური „ხორგა“, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 500 კილოვოლტიან ქვესადგურს „ქსანი“ და 220 კილოვოლტიან ქვესადგურში „მენჯი“ შეიცვალა ძალოვანი ტრანსფორმატორი



     „მარნეული 500“-ის მშენებლობის პროექტის ღირებულებამ 20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მშენებლობა 2015 წლის 9 ოქტომბერს დაიწყო

    პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის გაზრდა, ფოთის ინდუსტრიული ზონისათვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტი მიწოდება, თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის, განსაკუთრებით თბილისის და ქვემო ქართლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება, საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის გაზრდა და ელექტროენერგიის ექსპორტის/იმპორტის/ტრანზიტის და მეზობელ ქყვეყნებთან რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობა


პარტნიორები