მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  დეკემბერი  2016

    ბინათმშენებლობისა და ავარიული სახლების გამაგრებისთვის დამატებით 2 მლნ ლარი გამოიყოფა

    თბილისის მერიის მიერ დაზუსტებულ 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დედაქალაქში ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრებისთვის დამატებით 2,019,000 ლარი გამოიყოფაა, მათ შორის, გათვალისწინებულია კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხის მოგვარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
    დაზუსტებულ პროექტში 1,9 მლნ ლარით არის გაზრდილი ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორიცაა ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაცია.

    ​როგორც მერიაში განმარტავენ, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება. ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებულ ვარიანტს ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით 2 მლნ ლარი დაემატა და ჯამში აღნიშნული პრიორიტეტის პროექტების განხორციელებისთვის 64 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. დაზუსტებულ პროექტში უცვლელი დარჩა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთებისთვის განსაზღვრული თანხა და წინა წელთან შედარებით, დედაქალაქის მერია გეგმავს 6.8 მლნ ლარზე მეტი, ანუ 85,5 მლნ ლარი დახარჯოს ამ მიმართულებით.
    ​მათივე ინფორმაციით, 2017 წელს გაგრძელდება განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა და 15 მლნ ლარზე მეტით გაიზრდება დაფინანსება. დაიწყება 8 ახალი საბავშვო ბაღის და დასრულდება 10 ბაღის მშენებლობა.

    თბილისის ​საკრებულოში, დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი 9 დეკემბერს, კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდა. ამ პერიოდის განმავლობაში კი დედაქალაქის მთავრობასა და საკრებულოს შორის აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა. 2017 წელს კიდევ უფრო მეტად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და შემცირებამ გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 22,3 მლნ ლარი შეადგინა.

     

     

     

     


პარტნიორები