მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  დეკემბერი  2016

    თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია ლიტველი არქიტექტორის პროექტით განხორციელდება

    თბილისის მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაცია, ლიტველი არქიტექტორის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით განხორციელდება.

    ​მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ, ლიტვის ელჩ გიედრიუს პოაჯუნასთან გუშინ, მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც ელჩმა ლიტველი არქიტექტორის, რიტის ციკანავიჩიუსის მიერ შედგენილი, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის გეგმა წარმოადგინა.

    გამგებლის შეფასებით, ლიტვის საელჩომ საკმაოდ საინტერესო გეგმა წარმოადგინა, რომლის განხორციელების შემთხვევაში თბილისს უნიკალური სკვერი შეემატება.
    “დედაქალაქში პირველი სკვერი იქნება, სადაც, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე უცხოელი ტურისტებისთვის სასიამოვნო გარემო იქნება თავისუფალი დროის გასატარებლად“, -განაცხადა გელა არჩვაძემ.

    როგორც „სითი კვირას“ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სკვერის რეაბილიტაციას ლიტვის საელჩო საქართველოში და მთაწმინდის რაონის გამგეობა ეთობლივად განახორციელებენ. გამგეობა სამუშაოებს შეთანხმებული პროექტის მიხედვით გააკეთებს. საბოლოო დეტალები იანვარში შეთანხმდება და სკვერის რეაბილიტაცია 2017 წლის ბოლომდე განხორციელდება.

     

     

     


პარტნიორები