მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  დეკემბერი  2016

    ვაკის "ლეჩკომბინატის" ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა აშენდება

    ვაკის „ლეჩკომბინატის" ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი აშენდება. კომპანია „დილა 2010"-ს წარმომადგენელი ლადო კანდელაკი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მშენებლობისთვის მოსამზადებელი პროცესი დაწყებულია, თუმცა კონკრეტული თარიღები, როდის დაიწყება და დასრულდება მშენებლობა ჯერ კიდევ ზუსტდება.

    კანდელაკის თქმით, ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი აშენდება. ინვესტიციის მოცულობაზე და სხვა დეტალებზე კომპანიის წარმომადგენელი არ საუბრობს და განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია დამფუძნებლებთან უნდა დაზუსტდეს.

    "ვაკის ლეჩკომბინატი"-ს შენობა კომპანია შპს "დილა 2010"-მა 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა. ობიექტის შესაძენად მაშინ ორი კომპანია "კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი" და შპს "დილა 2010" იბრძოდნენ, საბოლოო გამარჯვებულად კი შპს "დილა 2010" დასახელდა. აუქციონზე ობიექტის გასაყიდი საწყისი ფასი 4 300 000 აშშ დოლარს შეადგენდა საბოლოო ჯამში კი კომპანია 7,3 მილიონი დოლარი გადაიხადა.

    კომპანიამ ვალდებულებად 5 წლის განმავლობაში სამედიცინო ობიექტისთვის პროფილის შენარჩუნება და გარკვეული ინვესტირება აიღო. „დილა 2010"-ის დამფუძნებელი რუსული სადაზღვევო კომპანიის "რესო გარანტის" აქციონერის, სერგეი სარქისოვის მეუღლე რუსუდან მახაშვილია. მაშინ ითქვა, რომ კომპანიის დამფუძნებელს სადაზღვევო ბაზარზე შესვლის გეგმებიც ჰქონდა.

     

     

     

    ავტორი: სალომე სოსელია


პარტნიორები