სიახლეები
-
Redco: ეკონომიკის და ვალუტის სტაბილიზაცია ბიზნესის დაზარალების ხარჯზე არ უნდა მოხდეს
"ჩვენ, როგორც კერძო სექტორი, მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ყველა იმ გადაწყვეტილების აღსრულებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკისა და ვალუტის სტაბილიზაციას, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ბიზნესის დაზარალების ხარჯზე", -ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" სამშენებლო კომპანია "რედკოს“ პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვილებები, რომლებიც დეველოპერებს ავალდებულებს ფასები ლარში მიუთითონ, ბევრ კითხვას აჩენს, რომლებზეც არგუმენტირებული პასუხი ბიზნესმა ამ დრომდე ვერ მოისმინა.
სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასების ლარში დაფიქსირების გამო რისკების გათვლა საკმაოდ რთული იქნება, მითუმეტეს იმ მოცემულობაში, როდესაც ლარის კურსი "10 დღეში 20 პუნქტით" უფასურდება. სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ ასეთ სიტუაციაში ბიზნესი არაპროგნოზირებადი გახდება, რაც ყველაზე სერიოზული დარტყმაა კერძო სექტორისთვის.
მალხაზ კუნელაურის ინფორმაციით, ლარში ფასის დაფიქისრება არ იქნება პრობლემა, თუ პირები თანხას მაშინვე გადაიხდიან და არ გადაანაწილებენ რამდენიმეწლიან განვადებაზე. კუნელაურის თქმით კი, ასეთი მყიდველი საქართველოში ძალიან ცოტაა.
მისივე განმარტებით, კონკრეტულად მათს შემთხვევაში მშენებლობაში დოლარის წილი 80%-მდე მოდის, ამიტომ ლარის კურსს დოლარის მიმართ დიდი მნიშვნელობა აქვს.
ლარში ფასდადების შემთხვევაში დეველოპერებს კიდევ ერთი პრობლემა სარეკლმო კამპანიის გამო ექმნებათ. როგორც კუნელაური განმარტავს, როდესაც კომპანია დაბეჭდავს ბანერებს და მიუთითებს ფიქსირებულ ფასებს ლარში, შემდეგ კი კურსი შეიცვლება, მათ ახალი ფასის და შესაბამისად, ახალი ბანერების დაბეჭდვა მოუწევთ, რაც მათ ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი




