სიახლეები
-
09 დეკემბერი 2016თქვენი რეკლამა
მარგიანის ქუჩაზე 2200 კვ მ. ფართობის გზა განახლდება
თბილისის ვაკის რაიონში, მარგიანის ქუჩაზე ასფალტის ახალ საფარს აგებენ. პროექტის თანახმად, მარგიანის ქუჩაზე 2200 კვ მ. ფართობის გზა განახლდება. ასფალტის საფარის დაგებას ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პრეოქტების ფარგლებში ახორციელებს.
ამ ტერიტორიაზე გზა ათეულობით წლების მანძილზე არ შეკეთებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ჯეო სერვისი” აწარმოებს.



