მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  დეკემბერი  2016

    თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ორი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

    თბილისის საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე ორი ახალი, თანამედროვე სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, საფეხბურთო მოედანს 7 მეტრის, ხოლო საკალათბურთოს – 4 მეტრის სიმაღლის მესერი გაუკეთდება. სტადიონებზე დაიგება თანამედროვე ხელოვნური ბალახის საფარი.
    სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „დოკასპორტი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 98 000 ლარია.

     სტადიონის მოწყობამდე საბურთალოს რაიონის გამგეობამ ჩიქოვანის N30-სა და N34 კორპუსებს შორის ორი საყრდენი კედელი ააშენა, რომელიც მოედნის კონსტრუქციის უსაფრთხოებისათვის იყო აუცილებელი. ამჟამად უკვე დამონტაჟებულია მეტალის ბოძები და მიმდინარეობს მავთულბადის დამაგრება.

     

     

     

     

     


პარტნიორები