მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  დეკემბერი  2016

    ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალისთვის ხელისუფლება 30 მილიონ ლარს დახარჯავს

    ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 2017 წელს ახალი ტერმინალი და ბილიკი დაემატება. ამისთვის ხელისუფლება 30 მილიონ ლარს დახარჯავს.

    თანხა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ეკონომიკის სამინისტროსთვის არის გამოყოფილი.

    შეგახსენებთ, რომ შესაძლოა, ქუთაისის აეროპორტი და თბილისის რკინიგზის სადგური ერთმანეთს სარკინიგზო ხაზით დაუკავშირდნენ. თბილისის რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტამდე სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი წლის ბოლოსთვის იქნება მომზადებული. დოკუმენტი, რომელზეც Deutsche Bahn მუშაობს, გადაწყვეტს არის თუ არა ეკონომიკურად გამართლებული თბილისის რკინიგზის სადგურის ქუთაისის აეროპორტთან სარკინიგზო ხაზით დაკავშირება. შესაბამისად, ამის მერე გაირკვევა პროექტის განხორციელების ვადები და საინვესტიციო ღირებულება.


პარტნიორები