მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  დეკემბერი  2016

    თბილისში ველობილიკების მოწყობა იწყება

    თბილისში ველობილიკის განვითარება იწყება. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ 2017 წლიდან დაიწყება ველოსადგომების მოწყობა. წლის განმავლობაში გეგმაში 26 სადგომის მოწყობა, ამ პროცესის პარალელურად კი დაიწყება ხარჯთაღრიცხვის შედგენა ველობილიკისთვის. სატრანსპორტო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მირიან ლებანიძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ გეგმის მიხედვით პირველი მარშუტი დედაენის ბაღიდან - ვახუშტის ხიდის მიმართულებით მტკვრის ორივე სანაპიროზე იქნება .

    ამ მარშუტზე მოხდება პირველი 3 ველოსადგომის მოწყობაც , წლის განმავლობაში კი სადგომების რაოდენობა გაიზრდება. „ ჩვენ მივესალმებით ქალაქში ველოტრანსპორტის განვითარებას, მისი პოპულარობა იზრდება და გეგმაში გვაქვს ველოსადგომების რაოდენობა ბევრად მეტი იყოს. ჩვენ პარალელურად ვგეგმავთ ლოკაციების კვლევას რათა დავადგინოთ სად არის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარება"- აცხადებს ლებანიძე.

    მერიაში პროექტისთვის საჭირო ფინანსების შესახებ ვერ საუბრობენ რადგან ამბობემ, რომ ველობიკების მოსაწყობად ხარჯთაღრიცხვა უნდა ჩატარდეს. მათივე თქმით, ქალაქში ველოტრანსპორტის განვითარებაში არასამთავრობო სექტორიც აქტიურად არის ჩართული.


პარტნიორები