სიახლეები
-
07 დეკემბერი 2016
თქვენი რეკლამა
გიორგი რამიშვილი: "ტრამპ თაუერის" პროექტი აუცილებლად განხორციელდება
კომპანია "სილქ როუდ ჯგუფის" ხელმძღვანელის გიორგი რამიშვილის განცხადებით, ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობის პროექტი აუცილებლად განხორციელდება.
როგორც გიორგი რამიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით განცხადებას იანვარში გააკეთებენ.
„ამ წუთას კომენტარის გაკეთება არ შემიძლია ტრამპ თაუერ ბათუმის შესახებ მიმდინარე მოვლენების გამო, ვგულისხმობ პოლიტიკურ მოვლენებს. როგორც კი სატრანზიტო პროცესები დასრულდება, იანვარში, ვფიქრობ, ამაზე გავაკეთებთ განცხადებას“,- განაცხადა რამიშვილმა.