სიახლეები
-
"სილქ როუდი" წინანდლისა და თბილისის სასტუმროების პროექტებში 120 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
"სილქ როუდ ჯგუფი" წინანდლისა და თბილისის სასტუმროების პროექტებში 120 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ "სილქ როუდ ჯგუფის" ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა.
საუბარია სასტუმროებზე "რადისონ ბლუ ტელეგრაფი" - თბილისში და "რედისონ ბლუ წინანდალი", - კახეთში.
გიორგი რამიშვილის განცხადებით, თბილისში ფოსტის შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 200-ოთახიანი იქნება და ფაქტობრივად გაერთიანებული იქნება "რადისონ ბლუ ივერიასთან".
"ამასთან, დაგეგმილი გვაქვს, გავაკეთოთ 1500-კაციანი კონგრეს ცენტრი. ეს ერთიანი კომპლექსი იქნება, რომელიც ნაწილია მთელი ამ მოედნის განვითარების.
დაახლოებით 3 კვირის წინ კომპანია GRAFT-მა წარმოგვიდგნა მთელი მოედნის განვითარების გენგეგმა, რომელშიც ორი სასტუმრო და მიწიქვეშა სივრცის განვითარება შედის. მნიშვნელოვანია, რომ აქვე იქნება 450 მანქანის პარკინგის ადგილი. ასევე, მინუს პირველი სართული არის რითეილი, სადაც ვაზუსტებთ, რა გაკეთდება",- აცხადებს გიორგი რამიშვილი.
რაც შეეხება წინანდლის სასტუმროს, უშუალოდ სასტუმროს პროექტში 30 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში განთავსდება ღვინის სადეგუსტაციო დარბაზები, სპა, 2 საკონცერტო დარბაზი - 500- და 1000 -კაციანი.




