30 ნოემბერს სს „ბიზნეს ინფორმაციის სააგენტომ" განახლებული ბრენდი წარმოადგინა. „ბიას"ახალი საკომუნიკაციო და სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებამ რებრენდინგის საჭიროება მოიტანა. განხორციელდა ლოგოს, როგორც ბრენდის იდენტიფიკატორის ცვლილება, რაც კომპანიაში არსებულ სიახლეებს ვიზუალურად ასახავს.
ცვლილებები მომხმარებლებისთვის ახალი, ინოვაციური სერვისების და მომსახურეობის ფართო სპექტრის შესთავაზებას გულისხმობს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ წამყვანი ქართული კომპანიების წარმომადგენლები. ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს ახალი პროდუქტები აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტ კუკავამ და პროექტის მენეჯერმა სალომე კუკავამ წარადგინეს.
"წლების განმავლობაში ათი ათასობით ქართულ კომპანიას გავუადვილეთ ინვესტიციის მოზიდვა და დავეხმარეთ ახალი კავშირების დამყარებაში" - განაცხადა აიეტი კუკავამ.
სალომე კუკავას განცხადებით, „ბია" მორგებულია ქართულ კომპანიებზე, რომ მათ უფრო ადვილად შეძლონ ბაზრის ანალიზი, ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო ცდილობს, რომ ქართულ კომპანიებს და აქედან გამომდინარე ქართულ ეკონომიკას მეტი სარგებელი შეუქმნას.
პრეზენტაციაზე სტუმრებს წარუდგინეს კომპანიის ახალი ვიდეო რგოლი და დეტალურად გააცნეს პროდუქტი.
ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო უნიკალური პროდუქტია საქართველოში და კავკასიის რეგიონში. „ბია" უკვე 14 წელია ამომწურავი ბიზნეს ინფორმაციით უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ ინვესტორებს.
ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო არის მრავალი წარმატებული პროექტის განმახორციელებლი, მათ შორის საქართველოში პირველი საკრედიტო ბიური „კრედიტინფო საქართველოს" დამფუძნებელი.
„ბია" 2002 წელს დაფუძნდა და საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად მონაცემთა ონლაინ ბაზას წარმოადგენს.
საქართველოს სამშენებლო პროექტების გვერდი THOUSE.GE - მადლობას უხდის საინფორმაციო სააგენტო ბიას, თანამშრომლობისთვის