მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  დეკემბერი  2016

    მარტვილში საფეხბურთო აკადემიის მშენებლიბა დაიწყო

    ყველა მარტვილელს და ზოგადად ფეხბურთის ყველა გულშემატკიცარს გილოცავთ, რომ მარტვილში უკვე დაიწყო საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზის რეაბილიტაცია.

    სამუშაოები ხორციელდება ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი"-ს მიერ და აფინანსებს ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი". პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 804.136 ლარს. მგფ-ის მიერ ჩატარდა ყველა საჭირო პროცედურა, რომელიც ეხებოდა აღნიშნული სამუშაოების დასაწყებად ტენდერის გამოცხადებას, მის ჩატარებას, გამარჯვებულის გამოვლენას და ა.შ.

    დღეის მდგომარეობით გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია ,,გილმარი2" რომელმაც ტენდერზე საბილოო ფასი წარადგინა 728.934 ლარი და განახორციელებს ზემოთაღნიშნულ სამუშაოებს.



    პირველ ეტაპზე დაწყებულია სადემონტაჟო სამუშაოები, რომლებსაც გეგმის შესაბამისად ეტაპობრივად მოყვება სხვადასხვა სამუშაოები. პროექტის ხანგრძლივობა განსაძღვრულია 6 თვით და ყველა სამუშაოები უნდა დასრულდეს 2017 წლის მაისის თვეში.

    აღნიშნული შენობის მიმდებარედ პირველ ეტაპზე 1 სტანდარტულ ხელოვნურ საფარიანი მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონ, ლევან კობიაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბატონ, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ბატონ, ზაზა დოლიძე.



    მარტვილის საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელობა, მადლობას უხდის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, ამ დონის მაშტაბური პროექტის მხარდაჭერისათვის, რასაც ანალიგი არ გააჩნია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

    მშენებლობის მიმდინარეობას THOUSE.GE წარმოგიდგენთ ეტაპობრივად.


პარტნიორები