მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  დეკემბერი  2016

    დეველოპერული კომპანია „ჰაუსარტ ლუქსი" ვაკეში ელიტარულ სახლს აშენებს

    დეველოპერული კომპანია „ჰაუსარტ ლუქსი" ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 24- სართულიან ელიტარულ სახლს „ჰაუსარტ პლაზას" აშენებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტი ექსკლუზიურია - იზოლირებული ინფრასტრუქტურით, ბრენდირებული მასალებით, ხედებით და სპეციფიკური ბინებით, რომელიც დაყოფილია სეგმენტებად და მომხმარებელს არჩევანის საშუალებას აძლევს.

    მათივე თქმით, შენობა აღჭურვილი იქნება მსოფლიოში წამყვანი ლიფტებით, ვიტრაჟებით, კერამო-გრანიტით და საფასადე მასალით. მომხმარებელს საშუალება ექნება არჩევანი გააკეთოს სტუდიო, სტანდარტული, ლუქსის, პენტჰაუსის და აპარტამენტების ტიპის ბინებს შორის.

    „ჰაუსარტ ლუქსში" ამბობენ, რომ პროექტი მრავალფუნქციურია და გულისხმობს როგორც საოფისე ისე კომერციული ფართების განვითარებას, ხოლო კვადრატულის ფასები 1300-დან 2200 დოლარამდეა.

    კომპანია პარალელურად რამდენიმე პროექტის განვითარებაზეც მუშაობს. როგორც „კომერსანტთან" „ჰაუსარტ ლუქსის" მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი გიორგი ლოლუა აცხადებს, მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო, ხოლო მისი დასრულება 2018 წლის აგვისტო-სექტემბერში მოხდება, ჯამში საცხოვრებელი 24 სართულიანია, ხოლო მიწისქვეშ კიდევ ორი სართულია.

    „პირველი ორი სართული კომერციულია ხოლო მესამე მეოთხეზე ოფისები იქნება განთავსებული. რა თქმა უნდა იქნება პარკინგი. სადარბაზოების გაღება-დაკეთვა ელექტროსისტემით მოხდება და ნებისმიერი შემომსვლელისგან იზოლირებულია. ლიფტი ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც იმუშავებს. ბოლო სართულებს სპეციალური სატერასე იატაკები აქვს. გაყიდვები ამჟამად ხდება როგორც ადგილობრივებზე, ასევე უცხოეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებზე. უკვე მე-6 სართული მთლიანადაა აღებული. ლუქსის ორი ბინა გაიყიდა, დანარჩენი კვლავ გაყიდვაშია" - განაცხადა გიორგი ლოლუამ.

    მისი თქმით, ბინები ჩაბარდება სრული მწვანე კარკასით და მსურველებს მისი შეძენა როგორც ნაღდი ანგარიშსწორების, ასევე უპროცენტო შიდა განვადების საშუალებით შეეძლებათ.

    ლოლუა ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ფასებისა და გაყიდვების სტრატეგიის მიხედვით ისინი ვალდებულები არიან ფასი დოლარში დააფიქსირონ. „ჩვენ კერძო ინვესტორები ვართ, ამიტომ ფასს დოლარში ვაფიქსირებთ. ფასებისა და გაყიდვების ჩვენი სტრატეგია გვაქვს, ამიტომ ვალდებულები ვართ ფასი დოლარში დავაფიქსიროთ, რადგან ლარი არამყარი ვალუტაა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ პროექტზე დიდი ეზო დიდ დიღომში" - განაცხადა ლოლუამ.

     

    პროექტის დეტალური განშლა


პარტნიორები