სიახლეები
-
ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა
ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. მისი დადგმული სიმძლავრე 648 მეგავატი იქნება, რაც მის წინამორბედზე თითქმის 100 მეგავატით მეტია.
electrek.co-ის ინფორმაციით, მზის პანელები 10 კვ. კილომეტრზეა განთავსებული. შედეგად ქვეყანა ცდილობს განახლებად ენერგიაზე საკუთარი დამოკიდებულება გაზარდოს. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვი ინდოეთში ერთ-ერთი სერიოზული ეკოლოგიური პრობლემაა. პროექტში 679 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და მის მშენებლობას 8 თვე დასჭირდა. სადგური ელექტროენერგიით 150 000 ოჯახს მოამარაგებს.




