სიახლეები
-
03 დეკემბერი 2016თქვენი რეკლამა
კომპანიამ MYS Architects თბილისში წარმომადგენლობა გახსნა
ისრაელის წამყვანმა არქიტექტურულმა კომპანიამ MYS Architects თბილისში წარმომადგენლობა გახსნა. იგი ქართულ ბაზარზე იმუშავებს, როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის წევრი კომპანია.
როგორც “სითი კვირას” კომპანიის წარმომადგენელმა რონი ლაიშმა განუცხადა, MYS Architects -ის სახელს უკავშირდება ისრაელში არაერთი შთამბეჭდავი პროექტი, რომლებიც ხარისხისა და ნოვატორობის სინონიმები გახდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ MYS Architects-მა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თანამედროვე თელ-ავივის არქიტექტურული სახის შექმნაში. კომპანიას შექმნილი აქვს პროექტები ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა სავაჭრო, საცხოვრებელი, ჯანდაცვის, სასტუმრო და საზოგადოებრივი სექტორები. ეს პროექტები განხორციელდა არა მარტო ისრაელში, არამედ მსოფლიოს 32 ქვეყანაში.
მისივე თქმით, კომპანიის კრეატიულ ჯგუფს შეადგენს ხუთი დამოუკიდებელი სტუდია. MYS Architects-ს უკვე აქვს საქართველოში მუშაობის გამოცდილება. მისი პროექტის მიხედვით აშენდა თბილისში სავაჭრო და გასართობი ცენტრი „ისთ პოინტი“.
რონი ლაიშმას თქმით, MYS Architects-ი ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ სერიოზული მოთამაშედ ყალიბდება, იწყებს დიდი არქიტექტურული პროექტების განხორციელებას და საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.



