მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  დეკემბერი  2016

    მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარედ ცხრასართულიანი სახლის გამაგრება დასრულდა

    თბილისის ისნის რაიონში, მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარედ, ქეთევან წამებულის N2-ში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა.
    ​როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, სამუშაოების ფარგლებში, შენობის საძირკველში და გარე პერიმეტრზე გაიბურღა 250 ხიმინჯი, შიდა პერიმეტრზე დაისხა გობისებრი ფილა, გარე ფასადზე დამონტაჟდა 3 მეტრიანი პილონები და სრულად გამაგრდა საძირკველი. ფასადის მხარეს მოეწყო ბაქანი – მოაჯირებით, კიბითა და პანდუსით. ასევე, შენობის გარე პერიმეტრი კეთილმოეწყო და დაიგო ასფალტის საფარი.
    ​მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „სამშენებლო-საპროექტო ჯგუფი“ აწარმოებდა. მერიის ბიუჯეტიდან 1 190 000 ლარი იყო გამოყოფილი.​

     

     

     


პარტნიორები