სიახლეები
-
თბილისში "მოქსის" ბრენდის პირველი სასტუმროს მშენებლობა იწყება
დღეს, ზაარბრუკენის მოედანზე გაიმართება “ჯი-ემ-თი ჯგუფის” ახალი პროექტის - “მარიოტის“ ქსელის ბრენდის, „მოქსი“ -ს (MOXY) მშენებლობის დაწყების ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია.
ჯი-ემ-თი ჯფუფსა და მერიოტს შორის სასტუმრო მოქსის მართვის ხელშეკრულებას, ხელი გასულ წელს მოეწერა.
პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 130 ნომრიანი სასტუმრო მოქსის და საოფისე ფართების განთავსება, რომელსაც შენობის გარკვეული ნაწილი დაეთმობა. ასევე დაგეგმილია სავაჭრო სივრცისა და ფუნიკულიორის კომპლექსში არსებული კაფე პური გულიანის და ქართული რესტორნის ჩელას ფილიალების გახსნა.
სასტუმრო მოქსი საერთაშროისო სასტუმრო ოპერატორის მარიოტის მართვის ქვეშ არის და ის ხელმისაწვდომ ფასებზეა ორიენტირებული.




