მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  დეკემბერი  2016

    ბორჯომში საყრდენი კედლების მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები გრძელდება

    ბორჯომში საყრდენი კედლების მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
    გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, ამჯამად სამუშაოები გურამიშვილისა და ორბელიანის ქუჩებზე ოთხ ობიექტზე მიმდინარეობს, რომელთა დასრულებაც უახლოეს მომავალში მოხდება.

    „ბოლო სამი თვის განმავლობაში 12 საყრდენი კედლის მშენებლობა განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 279 007 ლარი გამოიყო. კედლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც ქალაქ ბორჯომში ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. სამუშაოებს ამ მიმართულებით მომავალ წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.
    ”მოსახლეობამ აღნიშნა, რომ საყრდენი კედლები წლებია დაზიანებული იყო, მათ დიდ საფრთხეს უქმნიდა. შეხვედრისას ადგილობრივებმა გამგებელს მადლობა გადაუხადეს მათი პრობლემის დადებითად გადაწყვეტისათვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.


პარტნიორები