სიახლეები
-
02 დეკემბერი 2016თქვენი რეკლამა
მაკა ასათიანის კომპანიამ თსუ-ს მაღლივ კორპუსთან საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაასრულა
თსუ-ს მაღლივ კორპუსთან მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ კომპლექსის მფლობელი, შპს „გაზვილის" ხელმძღვანელმა ვახტანგ ჩახნაშვილმა რადიო „კომერსანტთან" განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სამშენებლო პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ამჟამად, შავი კარკასის მდგომარეობაა და კეთდება თეთრი კარკასი. ჩახნაშვილი ამბობს, რომ ობიექტი მრავალფუნქციურია შედგება როგორც საცხოვრებელი ისე კომერციული ფართებისგან.
კომპანია „გაზვილი" პროექტში მიწის ღირებულების ჩათვლით 5 მილიონი ლარის ინვესტირებას აკეთებს. კომპანია ფართების გაყიდვას მხოლოდ კომპლექსის დასრულების შემდეგ დაიწყებს. ობიექტი საშუალო სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი.
ვახტანგ ჩახნაშვილი ამბობს, რომ უძრავი ქონების სეგმენტში სხვა პროექტის განხორციელებას არ გეგმავენ და ეს იყო იძულებითი ნაბიჯი რადგან თავის დროზე უნივერსიტეტის სტუდენტებმა და რექტორმა ადგილზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობა გააპროტესტეს.
შპს „გაზვილში" წილებს დიზაინერ თეონა თავართქილაძის და, სოფო თავართქილაძე და მაკა ასათიანიც ფლობენ.
ავტორი: სალომე სოსელია



