მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  დეკემბერი  2016

    ფოთის პორტის სანაპიროზე ბულვარის მშენებლობა მიმდინარეობს

    ფოთის კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.უკვე დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. პროექტის მიხედვით მოეწყობა სველი წერტილები (საშხაპე, საპირფარეშო).
    აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც 168 722 (ასსამოცდარვა ათას შვიდასოცდაორი) ლარია გამოყოფილი.
    კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ‘’ტოტალი’’ ასრულებს.
    ,, ჩვენი ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული და როგორც ფოთელებს შევპირდით, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო.
    ამ ეტაპზე ბულვარზე დამონტაჟდა 65 გარე განათების ბოძი, ასევე მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობა.
    კუნძულის სანაპირო ზოლის მოწესრიგება 2017 წელსაც გაგრძელდება’’ - განაცხადა ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ, ნიკოლოზ გრიგოლიამ.


პარტნიორები