სიახლეები
-
30 ნოემბერი 2016თქვენი რეკლამა
თელავში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი შენდება
თელავში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. კომპლექსის მშენებლობა ადგილზე დაათვალიერეს: კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ქალაქის ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა, წყალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ, აღნიშნული პროექტის ინვესტორმა შალვა მორბედაძემ და სპორტული კომპლექსი ,,ოლიმპის" წარმომადგენლებმა. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია თუ რამდენად ხდება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინება, რათა შემდგომ აქტიურად მოხდეს სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების და ვარჯიშების ორგანიზება. თელავში სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი კომპლექსი საცურაო აუზებით, ფიტნეს კლუბით და თანამედროვე სტანდარტების კვების ობიექტებით სრულიად განსხვავებულ სერვისს შესთავაზებს ადგილობრივებს და ჩამოსულ სტუმრებს.






