სიახლეები
-
30 ნოემბერი 2016თქვენი რეკლამა
თემქის შიდაკვარტლურ გზებზე ასფალტის საფარს აგებენ
თბილისის ნაძალადევის რაიონში, თემქის შიდაკვარტლურ გზებზე ასფალტის საფარს აგებენ. გზის საფარის რეაბილიტაცია მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტლის II და III საცხოვრებელ კორპუსებს შორის და XI მიკრორაიონის პირველი კვარტლის მე-7ა-ს X საცხოვრებელ კორპუსებთან მიმდინარეობს.
საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაციის პარალელურად, შიდაკვარტლურ გზებს აწესრიგებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თემქის მოსახლეობისთვის. ამ ტენდერის ფარგლებში, საგზაო სამუშაოები უკვე დასრულდა ორ მისამართზე, დანარჩენ ორზე კი ამჟამად მიმდინარეობს.

დავით გოგიძის თქმით, მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
როგორც „სითი კვირას“ ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, მიმდინარე პროექტის მიხედვით, თემქაზე ასფალტის საფარი 4 388 კვ.მ-ზე დაიგება. გზის რეაბილიტაცია დასრულებულია III მიკრორაიონის III კვარტლის N43-ე კორპუსთან და XI მიკრორაიონის II კვარტლის N22-ა კორპუსთან.
ოთხივე მისამართზე საგზაო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 194 000 ლარია.



