სიახლეები
-
30 ნოემბერი 2016თქვენი რეკლამა
თბილისის მეტროპოლიტენის 9 სადგურს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება
2017 წლიდან თბილისის მეტროპოლიტენის 9 სადგურის და მოძრავი შემადგენლობის 60-მდე ვაგონის კაპიტალური შეკეთება-რეაბილიტაცია განხორციელდება.
როგორც “სითი კვირას” შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” განუცხადეს, იგეგმება 10 ვაგონის მოდერნიზაცია, 20-ის საშუალოდ შეკეთება, ხოლო 30 ვაგონის წევის ძრავის შეკეთება.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მომავალი წლის პროექტების ფარგლებში სხვადასხვა პროექტები აქვს დაგეგმილი. მათ შორის: მთაწმინდასთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია, Man –ის ავტობუსებისთვის ახალი ავტობაზის მშენებლობა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახალი ავტობაზისთვის დაგეგმილია გაზგასამართი სადგურის აშენება.




