სიახლეები
-
30 ნოემბერი 2016
თქვენი რეკლამა
შუახევში ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
შუახევში ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში 5 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბაღების ნაწილი ექსპლუატაციაში მომავალ წელს, ნაწილი კი წლის ბოლომდე შევა.
ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია პირველ რიგში იმ სოფლებში დაიგეგმა, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით დიდი იყო. ჩანჩხალოს მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე სოფელში რამოდენიმე თვის წინ საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
პროექტის ფარგლებში აშენდება ერთ სართულიანი შენობა.მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
ჩანჩხალოს ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 2 ჯგუფი გაიხსნება და ბაღი 30-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ემ ემ ტე” აწარმოებს, რომლის მშენებლობაზეც 144.777 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე გამგებლის პირველ მოადგილე ავთანდილ დიასამიძესთან და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად გაეცნო.