სიახლეები
-
29 ნოემბერი 2016
თქვენი რეკლამა
სოფელ პატარა ჯიხაიშში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშში 3.5 კილომეტრიან საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები აქტიურ რეჯიმში მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე აკვირდებოდა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა კუბლაშვილი, საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე არსენ ბენდელიანი და ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ზაზა რუხაძე.
ამ ეტაპისთვის დაგებულია გზის საფარის პირველი ფენა ,დაწყებულია გზის საფარის მეორე ფენის დაგება.
პროექტს, რომლის ღირებულებაც 1 134 000 ლარია, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შ.პ.ს. „ჯ და ჯ“ ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები,იანვრის ბოლოს დასრულდება.