სიახლეები
-
29 ნოემბერი 2016
თქვენი რეკლამა
დაბა ქედაში კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
დაბა ქედაში კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. რუსთაველის, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული და ნაპირსამაგრი სამუშაოები დავით დუმბაძემ მოადგილესთან ერთად დაათვალიერა. რუსთაველის ქუჩაზე ჩასასვლელი სახიფათო მონაკვეთი წლებია ავარიულ სიტუაციებს უქმნიდა როგორც ქვეითებს, ასევე მძღოლებს. პროექტის თანახმად, მიმდინარეობს ქუჩის გაფართოება, ბორდიულის მოწყობა, დეკორატიული ფილების დაგება, მოაჯირების მოწყობა და ა.შ. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,გიო 2014" ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 45 550 ლარია.
აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კიბის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 129 ლარი იხარჯება. კიბე ტურისტული თვალსაზრისითაც საინტერესეოა. საფეხურებზე დაიგო თანამედროვე ტიპის ფილები, დამონტაჟდა მოაჯირები, შეიღება კედლები და განთავსდა ახალი დეკორატიული განათებები. სამუშაოებს ტენდრში გამოვლენილი ფირმა ,,მშენებელი 5" აწარმოებს.
მუნიციპალიტეტის გამგეობა ასევე აქტიურად მუშაობს ნაპირსამაგრი სამუშაოების შედეგად გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა არქიტექტურული პროექტების დამუშავებაზე.
როგორც მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა აღნიშნა, ქედაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება და მალე ქედა, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის კეთილმოწყობილი დასახლება იქნება.