მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  ნოემბერი  2016

    მეტი ჟანგბადი ქალაქს" - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურა შეიქმნება

    კომპანიებმა "m2 უძრავი ქონება" და E-Space სოციალური კამპანია "მეტი ჟანგბადი ქალაქს" გამოაცხადეს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში კომპანია „E-Space“, მისი გენერალური პარტნიორის "m2 უძრავი ქონების" მხარდაჭერით, ქვეყანაში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურას შექმნის, რაც 2017 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ელექტრო-დამტენი სადგურის დამონტაჟებას გულისხმობს.

    კომპანია მ2-ის დირექტორის ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, სოციალური კამპანიის "მეტი ჟანგბადი ქალაქს" ფარგლებში m2კომპანია „E-Space“-თან ერთად 2017 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას საქართველოში.

    როგორც ბურდილაძემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, კომპანია პროექტიდან მოგებას არ ელოდება და ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია.

    "ეს არის მომავლის ტექნოლოგია და ვფიქრობთ რომ გარემოს დაცვაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ბიზნესს უნდა ჰქონდეს. ჩვენი მხრიდან ეს არის დონაცია და საჩუქარი", - განაცხადა ბურდილაძემ.

    მისი თქმით თავდაპირველად დამტენები თბილისის გარდა ქუთაისსა და ბათუმშიც დამონტაჟდება, ასევე საგზაო მაგისტრალებზეც.


პარტნიორები