სიახლეები
-
28 ნოემბერი 2016
თქვენი რეკლამა
ხაშურის საქალაქო კულტურის სახლის რეაბილიტაცია ამ წელს დასრულდება
ხაშურის საქალაქო კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბი) სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კულტურის სახლის რეაბილიტაცია პრიორიტეტად დაისახა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, არსებული შენობა ათწლეულები არ გარემონტებულა. რეაბილიტაციის ფარგლებში ამჯერად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
კერძოდ, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, შენობაში შესასვლელი ჭერი, მუშავდება და იღებება კედლები, მოპირკეთდება კიბის საფეხურები, კეთილმოეწყობა პანდუსი.
შენობაში ასევე მიმდინარეობს ელექტროტექნიკური სამუშაოები. მოეწყო სველი წერტილები.
შეკეთდება შენობის სახურავი, მოეწყობა გარე განათება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობაში გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემების დამონტაჟდებაც.
სამუშაოების შესრულებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 214 999 ლარი გამოყო.
აღნიშნული პროექტი 2016 წლის ბოლომდე დასრულდება