მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  ნოემბერი  2016

    ტრაპიზონი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა ტვირთების გადაზიდვას გააიაფებს

    თურქეთიდან ტვირთების ტრანსპორტირება ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში, ტრაპიზონი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ გაიაფდება.
    „ახალი სარკინიგზო ხაზი გაზრდის ტვირთბრუნვას და შეამცირებს ხარჯებს. შესაბამისად ჩვენ ახალ ბაზრებზე შესვლა გაგვიმარტივდება“, – განაცხადა ტრაპიზონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა სუათ ხაჯისალიოღლუმ.

    როგორც ხაჯისალიოღლუ მიიჩნევს, თურქეთმა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გააღრმაოს. „მიუხედავად იმისა, რომ ირანი, ავღანეთი, პაკისტანი, თურქულენოვანი ქვეყნები და რუსეთი თურქეთთან ახლოს მდებარეობენ, სავაჭრო ოპერაციებში მისი წილი მაინც მცირეა. სიტუაცია რეგიონალური სატრანსპორტო ქსელების განვითარების გზით უნდა შეიცვალოს“, განაცხადა მან.

     

     


პარტნიორები