მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  ნოემბერი  2016

    ნაძალადევში სახურავების რეაბილიტაცია წელს 81 მისამართზე განხორციელდა

    თბილისის ნაძალადევის რაიონში წელს ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაცია 81 მისამართზე განხორციელდა. 81 ობიექტზე სახურავების რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 045 815 ლარი გამოიყო.

    ნაძალადევის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წლის ბოლომდე კიდევ 10 საცხოვრებელი სახლის სახურავი შეკეთდება. ქვიშხეთის ქუჩის N3-ში მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

    „მნიშვნელოვანია საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. ამისათვის ყოველწლიურად მილიონობით თანხებს გამოყოფს ნაძალადევის რაიონის გამგეობა. აქტიურად ვაგრძელებთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პრობლემებზე მუშაობას და ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის მომავალ წელსაც მნიშვნელოვანი თანხა გამოიყოფა გამგეობის ბიუჯეტიდან“, – განაცხადა დავით გოგიძემ.

    ნაძალადევის გამგეობის ინფორმაციით, წლის ბოლომდე დაგეგმილი და უკვე დასრულებული სამუშაოების საერთო ღირებულება 1 178 393 ლარია.


პარტნიორები