სიახლეები
-
ავტოფარეხებისგან გამოთავისუფლებულ სივრცეში სკვერი მოეწყობა
თბილისის კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში ახალი სკვერი მოეწყობა. დასასვენებელი სივრცისთვის ტერიტორია მე-12 და მე-13 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ შეირჩა. სკვერი კრწანისის გამგეობის დაფინანსებით მოეწყობა.

კრწანისის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოების ფაგრლებში, მოსახლეობასთან შეთანხმებით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა. მათ ადგილას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის კაუჩუკის საფარიანი ორი საბავშვო მოედანი განთავსდება. სკვერში მოეწყობა ბილიკები, გამწვანების ზოლი და დეკორატიული განათება. მოწესრიგდება სკვერის გასწვრივ მდებარე ავტოსადგომი.





