სიახლეები
-
25 ნოემბერი 2016თქვენი რეკლამა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება და ეწყობა სანიაღვრე სისტემა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 932 768 ლარით ფინანსდება და ჯამში 3030 მეტრი სიგრძის გზა მოწესრიგდება.
სამუშაოების მიმდინარეობას მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ადგილზე გაეცნენ. გუბერნატორის განცხადებით, მუნიციპალიტეტების სოფლებში გზების კეთილმოწყობა ერთ-ერთ უმთავარეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ კუთხით მუშაობა მომავალ წელსაც გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე წელს საგზაო ინფრასრუქტურა უკვე მოწესრიგდა სოფლებში - წყრუთში, ივლიტაში, სვირი-ბოგა-ტატანისში, წყალთბილა-ნაოხრებში, ზემო სხვილისში, მუსხში, ანდრიაწმინდაში, აგარა-წინუბანსა და ქალაქ ვალეში. კაპიტალური რეაბილიტაცია ჯამში 20 კილომეტრი სიგრძის გზას ჩაუტარდა. ამ ეტაპზე გარდა სოფელ ურავლისა, სამუშაოები გრძელდება წყალთბილა-ნაოხრებში (II ეტაპი), აგარა-საყუნეთსა და სხვილისში. აღნიშნული სოფლების მაცხოვრებლები წლების განმავლობაში გრუნტის გზით სარგებლობდნენ, პროექტების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივებს ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირება კეთილმოწყობილი გზით შეეძლებათ.



