სიახლეები
-
პერევიდან ჭალის მიმართულების მოასფალტება დაიწყო.
სოფელ პერევიდან ჭალის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. გზის სამშენებლო სამუშაოები საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ მოინახულა. ადგილზე გამგეობის სხვა ხელმძღვანელი პირებიც იმყოფებოდნენ.
მოასფალტება 1 კილომეტრსა და 600 მეტრზე მოხდება. სამუშაოებს შპს "გლ ინვესტი" 499 978 ლარად ასრულებს. პროექტი მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.




