მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  ნოემბერი  2016

    დარიალიჰესი ექსპლუატაციაში რამდენიმე დღეში შევა

    დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ჰესი „დარიალიჰესი" ექსპლუატაციაში დეკემბრის დასაწყისში შევა. ამჟამად, ჰიდროელექტროსადგურის ტესტირების სამუშაოები მიმდინარეობს. ჰესი ტესტირების რეჟიმშიც ელექტროენერგიას აწვდის საქართველოს ელექტროსისტემას.

    შეგახსენებთ, რომ ჰიდროელექტროსადგური ყაზბეგის მუნიციპატიტეტში მდინარე თერგზე აშენდა. "დარიალიჰესის “ დადგმული სიმძლავრე 108 მგვტ-ია . წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ.სთ.

    "დარიალიჰესის" ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 130 მილიონი დოლარია.

    დარიალი ჰესი არის ერთსაფეხურიანი, მდინარის დინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური. ამგვარი სტრუქტურა გამორიცხავს მდინარის ზედა ნაწილის დაგუბებას და ამცირებს მასთან ასოცირებული მშენებლობის მაშტაბებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას როგორც მოკლევადიან, ასვეე გრძელვადიან პერსპექტივაში.

    დარიალის ჰიდროელექტროსადგური გამოიწვევს ყოველწლიურად 250 000 ტონაზე მეტი სათბურის გაზების შემცირებას.

    "ენერგოპლატფორმა"


პარტნიორები