მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  ნოემბერი  2016

    ქურხულის ქუჩის N 6-ში სამსართულიანი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

    თბილისის ისნის რაიონში, ქურხულის ქუჩის N 6-ში, თბილისურ ეზოში მდებარე სამსართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალურად გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სახლში 22 ოჯახი ცხოვრობს.

    კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობა ახორციელებს. როგორც “სითი კვირას” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, შენობა ამორტიზებული იყო და კაპიტალურ შეკეთებას მოითხოვდა. სამუშაოების ფარგლებში, შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი უკვე განხორციელდა, გამაგრდა საძირკველი, კედლები და ღობეები, მოეწყო მონოლითური სარტყელები და ფილები.

    მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საყრდენი კედლების, ხის კონსტრუქციის, კერძოდ, კიბეებისა და აივნების აღდგენა.

    აღნიშნული სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მას, ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „კანდელაკი და კომპანია“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 144 169 ლარს შეადგენს. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

     

     

     

     


პარტნიორები